ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში სარქისიანის და ერდოღანის შეხვედრა შედგა


ვაშინგტონში სარქისიანის და ერდოღანის შეხვედრა შედგა
ვაშინგტონში სარქისიანის და ერდოღანის შეხვედრა შედგა

დღეს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის აღსადგენად, სომხეთის პრეზიდენტი და თურქეთის პრემიერ მინისტრი ერმანეთს ვაშინგტონში შეხვდნენ.

სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის და პრემიერ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.

თურქმა დიპლომატმა აჰმატ დავუთოღლუმ გასულ კვირას განაცხადა, რომ ანკარას იმედი ჰქნდა, რომ ორმხრივი დაახლოების პროცესი სწორი მიმართულებით განვითარდებოდა.

დღეს, უფრო ადრე პრეზიდენტმა სარქისიანმა მოინახულა ვაშინგტონის ეროვნული საკათედრო ტაძარი, სადაც მან ყვავილებით შეამკო ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ვუდრო ვილსონის საფლავი. სარქისიანის თქმით, ყვავილებით მან ამერიკას მადლიერება გადაუხადა იმ ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომელიც ამ ქვეყანამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სომეხ მსხვერპლთ აღმოუჩინა.


XS
SM
MD
LG