<!-- IMAGE -->
ნატოს განცხადებით, ჯარისკაცებმა ავღანეთის სამხრეთში დღეს ავტობუსს
ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 18
დაშავდა.
ნატოს განცხადებით, პატრულმა ცეცხლი დიდ ზომის მანქანას
გაუხსნა, რომელიც ყანდაარის ერთ-ერთი რაიონში გაჩერების ბრძანებას არ
დაემორჩილა. პატრულმა მხოლოდ ცეცხლის გახსნის შემდეგ ათმოაჩინა, რომ
მანქანა სამგზავრო ავტობუსი იყო.
დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ქალიც იყო. ნატოს ჯარისკაცებმა დაჭრილები სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ალიანსის
მიერ გამოქვეყნებულ განხადებაში ნათქვამია, რომ ნატო ღრმა მწუხარებას
გამოთქვამს მსხვერპლის გამო. შემთხვევის ადგილზე ნატოსა და ავღანელი
გამომძიებლების ერთობლივი ჯგუფი გაემგზავრა.