<!-- IMAGE -->
დუბაის სასამართლომ ჩეჩენი ლიდერის მკვლელობასთან დაკავშირებით ორ პირს განაჩენი გამოუტანა
დუბაის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და განაჩენი გამოუტანა ორ ადამიანს იმის გამო, რომ ისინი ყოფილი ჩეჩენი სამხედრო მეთაურის მკვლელობის დაგეგმვაში თანამშრომლობდნენ. მათ 25-წლიანი პატიმრობა და დეპორტაცია მიუსაჯეს.
მსჯავრდებულები - ირანელი მოქალაქე და ბიზნესმენი ტაჯიკეთიდან - თავს დამნაშავედ არ სცნობენ.
პროკურორების განცხადებით ხსენებულმა პირებმა დუბაიში 2009 წლის მარტში სულიმ იამადაევის მკვლელებს დახმარება გაუწიეს.
პროკურორები აღნიშნავენ, რომ ირანელმა იამადაევის მკვლელებს იარაღი გადასცა, ხოლო ტაჯიკმა მათ იამადაევის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.