ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდში დემონსტრაცია დაარბიეს


ტაილანდში დემონსტრაცია დაარბიეს

<!-- IMAGE -->

დაახლოებით 130 ადამიანი დაშავდა ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში სამთავრობო ძალებს და ოპოზიციის მომხრეებს შორის შეტაკების შედეგად. უშიშროების ძალებმა დემონსტრანტების დასაშლელად რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პოლიციამ დემონსტრაციის დაშლა და ბანგკოკის მთავარი კომერციული მოედნის გაწმენდა სცადა.

დემონსტრანტებმა პოლიციას ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს. შეტაკებები დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობდა. ტაილანდის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა:

„ჩვენ პროცესი იმით დავიწყეთ, რომ დემონსტრანტები გავაფრთხილეთ. მათ ვუთხარით რომ პოლიცია იარაღს არ გამოიყენებს“

ოპოზიცის მომხრეები იგივე წითელპერანგიანები არსებული ხელისუფლების გადადგომას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. მათი პროტესტი ტაილანდის დედაქალაქში უკვე თვეზე მეტია გრძელდება.


XS
SM
MD
LG