ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტების შეხვედრა პრაღაში


ამერიკისა და რუსეთის ლიდერებმა, პრაღაში გამართული ხელმოწერის შემდეგ დადებითად მოიხსენიეს ახალი ხელშეკრულება, რომელიც ორივე ქვეყანას 1500 ბირთვულ ქობინს უნარწუნებს.

პრეზიდენტმა ობამამ დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანი ეტაპი უწოდა ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საქმეში.

პრეზიდენტმა მედვედევმა ასევე მოიწონა პაქტი და აღნიშნა, რომ დღეს მხარეებმა შეძლეს იმის მიღწევა რაც სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ შეუძლებელი ჩანდა.

ორი ქვეყნის პრეზიდენტმა ამასთან პირობა დადო, რომ იმ შემთხვევაში თუ თეირანი არ შეწყვეტს ურანის გამდიდრებას და არ ჩაერთვება მოლაპარაკებებში, ისინი ახალ სანქციებზე იმსჯელებენ თეირანის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG