<!-- IMAGE -->
ტაილანდის დედაქალქ ბანკოკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, აბისიდ ვეჯაჯივამ დემონსტრანტების მიერ პარლამენტზე იერიშის მიტანის შედეგ, დღეს განაცხადა. საკანონმდებლო სესია მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ათასობით "წითელ პერანგიანმა" შენობა ალყაში მოაქცია. რამდენიმე კანონმდებლის ევაკუაცია ვერტმფრენებით მოხდა.
დემონსტრანტები შეტევაზე ბოლო რამდნიმე დღეა გადავიდნენ. მათ ბანკოკის ტურისტული და კომერციული ცენტრი დაიკავეს. გუშინ პოლიციასთან მათი ყველაზე მასშტაბური შეტაკება მოხდა.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია: "Human Rights Watch"-ის წარმოადგენელი აცხადებს:
"თუ მთავრობა ძალას გამოიყენებს დემონსტრანტების მიმართ, ჩვენ როგორც ადამიანური რესურსის, ასევე ახლა მათ ხელში არსებული საკუთრების დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით."