ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს დაურეკა 


აშშ პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს დაურეკა 
აშშ პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს დაურეკა 

დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დაურეკა. მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ სააკაშვილს ავღანეთში მიმდინარე ოპერაციებში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილია და სამხედო ბატალიონის გაგზავნის გამო.

ქართველი ჯარისკაცები მიმდინარე თვეს ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში განლაგდებიან.

პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ გამოხატა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტებმა განიხილეს რეგიონში პროვოკაციული მოქმედებების თავიდან აცილების აუცილებლობა. პრეზიდენტმა ობამამ დადებითად შეაფასა პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილება -გაგრძელდეს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები, რათა შესრულდეს ვარდების რევოლუციის დანაპირები.

პრეზიდენტებმა აგრეთვე იმსჯელეს იმ ერთობლივი ამოცანების მნიშვნელობაზე, რომლებიც მომავალ კვირას ვაშინგტონში დაგეგმილი ბირთვული უსაფრთხოების უმაღლესი დონის შეხვედრის განხილვის საგანი იქნება.

XS
SM
MD
LG