ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პეკინი ბრალდებას უარყოფს


პეკინი ბრალდებას უარყოფს
პეკინი ბრალდებას უარყოფს
<!-- IMAGE -->

პეკინი იუანის კურსის ხელოვნურად დაბალანსების ბრალდებას უარყოფს. დღეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ჟანგ იუმ ამ საკთხთან დაკავშირებული, ვაშინგტონის მიერ შემზადებული ანგარიშის გამოქვეყნების ვადის გადადების გამო კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ქვეყნის მთავრობა ჩინური პროდუქციის გასაღების გამო ფულადი ერთეულის კურსს ხელოვნურად არ წევს ქვევით და ამერიკის დეფიციტი ჩინეთთან ვაჭრობის სფეროში, ზემოთქმულით არ არის განპირობებული. მოელიან, რომ ანგარიში პეკინს ჩინური ფულადი ერთეულით მანიპულირებაში დასდებს ბრალს, რაც ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობის დაძაბვას განაპირობებს. ცნობილია, რომ ზემოთქმულ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრის ჩატარებაა დაგეგმილი.


XS
SM
MD
LG