<!-- IMAGE -->
რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა დღეს დაღესტანში ერთი პოლიციელი მოკლა და რამდენიმე ადამიანი დაჭრა.
რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით,მოსკოვის მეტროს აფეთქებებში მონაწილე ერთ-ერთი თავდამსხმელი 17 წლის დაღესტანელი ქვრივი იყო.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის მეტროს აფეთქების შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა და 90ზე მეტი დაშავდა.
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ხუთშაბათს დაღესტანს ეწვია და განაცხადა, რომ პოლიციამ და უშიშროების ძალებმა არა მხოლოდ მეამბოხეების წინააღმდეგ უნდა გაატარონ მკაცრი ზომები, არამედ ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგაც, ვინც მეამბოხეებს რაიმე სახის დახმარებას უწევს.