<!-- IMAGE -->
სუდანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად მოახლოებული არჩევნების გეგმის თანახმად ჩატარდება.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ომარ ალ ბაშირმა სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა. ოპოზიცია არჩევნების ბოიკოტირებას ცდილობს. საპრეზიდენტო არჩევნები 11 აპრილსაა დანიშნული.