ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდის ოპოზიცია კვლავ აპროტესტებს


ტაილანდის ოპოზიცია კვლავ აპროტესტებს
ტაილანდის ოპოზიცია კვლავ აპროტესტებს

<!-- IMAGE -->

ტაილანდის ოპოზიცია საპროტესტო გამოსვლებს განაგრძობს. დღეს ბანგკოკის ქუცებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა და დედაქალქის ცენტრალურ და კომერციულ ნაწილებში მოძრაობა პარალიზებული გახდა. ოპოზიციის მხარდამჭერები იგივე წითელპერანგიანები აცხადებენ, რომ მათი დემონსტრაცია მთელი ღამე გაგრძელდება. დემონტრაცია, რომელშიც დაახლოებით 55 ათასი ადამიანი მონაწილეობდა მშვიდობიანი იყო.

გამონაკლისი მხოლოდ ერთი ინციდენტი აღოჩნდა, როდესაც დემონსტრანტები ერთ-ერთ ძვირადღირებულ ავტომანქანას დალეწვით დაემუქრნენ. პოლიციამ ინციდენტი აღკვეთა და მძღოლი დემონსტრანტებს გაარიდა. ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.

„ჩვენ პრემიერ-მინისტრ ვეჯაჯივას ვაძლევთ 15 დღეს, რათა მან პარლამენტი დაშალოს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.“

განაცხადა ოპოზიცის ლიდერმა ტოჯირაკარნიმ.

XS
SM
MD
LG