<!-- IMAGE -->
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტი ჰუ ჯინტაო 12-13 აპრილს ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ინიცირებულ 2 დღიან ბირთვულ სამიტს დაესწრება.
საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინეთი აძლიერებს ბირთვული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.
ბოლო თვეების მანძილზე ურთიერთობა ჩინეთსა და ამერიკას შორის, ჩინეთში ინტერნეტ ცენზურის, ამერიკის მიერ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის ფონზე დაიძაბა.
თუმცა იმ შემთხვევაში თუკი ჩინეთი დანარჩენ მსოფლიოს ირანისთვის მორიგი სანქციების დაწესების საქმეში შეუერთდება სიტუაცია განელდება.
ვაშინგტონში აცხადებენ, რომ პეკინი თანახმაა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან და გერმანიასთან სავარაუდო სანქციების შესახებ ისაუბროს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, თუმცა ექსპერტებმა მასში მტკიცე პოზიცია ვერ დააფიქსირეს.
“ჩვენ ირანის მიერ ბირთვული იარაღის წარმოების წინააღდმეგნი ვართ. თეირანი განაგრძობს იმის გამეორებას რომ მისი პროგრამა მშვიდობიანია.”
პეკინს ნავთობის 10 პროცენტი ირანიდან შემოაქვს, ამიტომაც ის სანქციების შემოღებას ხელაღებით ვერ მოითხოვს. ჯოზეფ ჩენგი ჰონგ კონგის უნივერსიტეტის პროფესორია:
“ერთის მხრივ ჩინეთს ნამდვილად სურს, რომ მსოფლიოს ავტორიტეტულ ძალად გამოჩნდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მას ირანში ნავთობის ინტერესებიც აქვს, ნავთობის 10 პროცენტის იმპორტი ხომ ირანიდან ხდება, გარდა ამისა, ჩინეთს სურს, რომ ის მესამე მსოფლიოს, ისლამური ძალის მხარდამჭერად აღიქმებოდეს.”
აღსანიშნავია, რომ ბირთვულ საკითხებზე ირანის მთავარი მომლაპარაკებლის, საედ ჯალილის პეკინში ოფიციალური ვიზიტის დეტალებზე მხარეებს საჯაროდ არ უსაუბრიათ.