<!-- IMAGE -->
მარტში ამერიკაში 162 000 სამუშაო ადგილი შეიქმა. ასეთი ზრდა პირველად დაფიქსირდა 2007 წლის შემდეგ და ეკონომიკის გაჯანსაღებაზე მიუთითებს. მიუხედავად ამისა, უმუშევრობის მაჩვენებელი სარეკორდო 9 მთელი 7 მეათედი პროცენტია.
ინფორმაცია ამერიკის შრომის სამინისტრომ გამოაქვეყნა. სამთავრობო ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა განპირობებულია ამერიკაში დაწყებული მოსახლეობის აღწერით, როცა დროებით სამუშაო ადგილებზე ათასობით ადამიანის აყვანა გახდა შესაძლებელი.