ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აეროპორტებში უსაფრთხოების წესები იცვლება


აეროპორტებში უსაფრთხოების წესები იცვლება
აეროპორტებში უსაფრთხოების წესები იცვლება

<!-- IMAGE -->

ობამას ადმინისტრაციის ოფიციალურ პირთა განცხადებით, შეერთებული შტატები აპირებს შეცვალოს მგზავრები შესამოწმებლად აეროპორტებში არსებული წესები და დაზვერვაზე ორიენტირებული მიდგომა შეიმუშავოს.

განცხადებაში, რომელიც სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი, ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამერიკის ტერიტორიაზე გადაადგილებული მგზავრები იმ დამახასიათებელ თვისებებზე შემოწმდებიან, რომლებიც არსებული სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე არის დადგენილი.

მაგალითისთვის, თუ დაზვერვის თანამშრომლები შეიტყობენ და განაცხადებენ ნიგერიიდან ახლო აღმოსავლეთში გადასული ეჭვმიტანილი პირის შესახებ, შესაბამისი სიგნალი გადაეცემათ ამეირკაში აეროპორტების უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებსაც, რომლებიც თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ანალოგიური თვისებების და გარეგნობის ადამიანმა დამატებითი შემოწმება გაიაროს.

ახალი სისტემა ჩაანაცვლებს შარშან, 25 დეკემბერს ნიგერიის მოქალაქის მიერ აფეთქების მცდელობის შემდეგ დადგენილ ზომებს, რომელთა თანახმად ამერიკის აეროპორტებში განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ 14 ქვეყნიდან მომავალი ყველა მგზავრი ექცეოდა.









XS
SM
MD
LG