ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულსა და ყანდაარში  წარმატება  გადამწყვეტია


ამერიკის უმაღლესის სამხედრო პირების თქმით, სამხრეთ ქალაქ ყანდაარზე კონტროლის აღება თალიბთა წარმატების დასრულებას ნიშნავს.

ამერიკის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა ადმირალმა მაიკ მალენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქაბულსა და ყანდაარში წარმატება გადამწყვეტი იქნება თალიბთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მან კომენტარი ამერიკულ ჯართან და ყანდაარში ადგილობრივ ავღანელ ლიდერებთან შეხვედრის შედეგ, მეზობელ ჰელმანდის პროვინციაში გააკეთა.

პენტაგონის პრესს სპიკერის, ჯეფ მორელის თქმით ყანდაარზე კონტროლის აღება დღის წესრიგშია და ეს მომდევნო თვეების ყველალაზე მნიშვნელოვანი ოპერაცია იქნება.

მორელის თქმით,

"ამერიკის სპეც დანიშნულების რაზმები ქალაქში შესასვლელ და გამოსასვლელ გზებს აკონტროლებენ, ჩართულები არიან ადგილობრივი ტომების წევრებთან მოლაპრაკაბებებში, რაც ამარტივებს ლიდერებთან შეხვედრების ორგანიზებას. ეს ყანდაარში წარმატების მიღწევის კრიტიკული კომპონენტია."

XS
SM
MD
LG