ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკაში მომხდარი მკვლელობის დეტალები


მექსიკაში ამერიკის საკონსულოსთან დაკავშირებული სამი პირის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა. მექსიკის პროკურატურა აცხადებს, რომ დაკავებულმა რიკარდო ვალესმა აღიარა, რომ იგი მონაწილეობას იღებდა ქალაქ სიუდად ხუარესში 13 მარტს ამერიკის საკონსულოს მოკლული თანამშრომლისა და მისი მეუღლის ავტომობილის მიგნებაში. ჯერ-ჯერობით არა არის ნათელი ის იღებდა თუ არა ვალესი უშუალო მონაწილეობას მკვლელობაში. საკონსულოს თანამშრომელი და მისი მეუღლე მექსიკის მოქალაქეები იყვნენ. ვალესი აცხადებს, რომ მას მოკლულების ავტომობილის ადგილსამყოფელის დადგენა კრიმინალური დაჯგუფება „აცტეკას“ ლიდერმა დაავალა. ვალესი ამტკიცებს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდა მოკლულების გადაადგილებას. ეჭვმიტანილის თქმით, მას ბოროტმოქმედთა დაჯგუფების სხვა წევრებმა თვალთვალის შეწყვეტა და წასვლა უბრძანეს, ამის შემდეგ კი ვალესმა სროლის ხმა გაიგო. მექსიკის არმიამ 45 წლის ვალესი გასულ პარასკევს დააპატიმრა

XS
SM
MD
LG