ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2009 წელს ჩინეთში სიკვდილით ათასობით ადამიანი დასაჯეს


ორგანიზაცია საერთაშორისო ამნისტია ჩინეთს სიკვდილმისჯილების სიის ყოველწლიურად საჯაროდ გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ როგორც ჩანს 2009 წელს ჩინეთში სიკვდილით ათასობით ადამიანი დასაჯეს, მაგრამ სიკვდილმისჯილების რაოდენობა ჩინეთის სახელმწიფო საიდუმლოებად რჩება. ითვლება, რომ ჩინეთში ყოველწლიურად უფრო მეტ ადამიანს უსჯიან სიკვდილს, ვიდრე მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანაში ერთად აღებულს. საერთაშორისო ამნისტია აცხადებს, რომ შარშან მსოფლიოს თვრამეტ ქვეყანაში 714 კაცი დასაჯეს სიკვდილით.

XS
SM
MD
LG