საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სამშობლოში პრობლემებისგან თავის დასაღწევად ორი დღით ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოდის. შეგახსნებთ, რომ ბატონი სარკოზის კონსერვატორთა პარტია -ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციონერ სოციალისტების პარტიასთან ჭიდილში დამარცხდა.
დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი თეთრ სახლში პრეზიდენტ ობამასთან ერთად ისადილებს. ფრანგ ოფიციალურ პირთა განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ეს ჟესტი საფრანგეთის პრეზიდენტის მიმართ მეგობრული დამოკიდებულების ერთგვარი გამოხატულებაა. საუბრის თემა კი სავარაუდოდ ირანი,გლობალური დათბობა და ავღანეთი იქნება. შეგახსენებთ,რომ ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია საფრანგეთს ავღანეთში დამატებითი ჯარისკაცები გაგზავნას თხოვს. თუმცა საფრანგეთი ამაზე უარს აცხადებს,რის გამოც ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა აშკარად გაცივდა.
ბატონის სარკოზი შეერთებულ შტატებში ყოფნისას გაეროს გენერალურ მდივანს ბან გიმუნთან შეხვედრასაც გეგმავს.