ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთავრობა "წითელ მაისურებთან" მოლაპარაკებებს გეგმავს


ტაილანდის პრემიერ მინისტრის აბისიტ ვეჯაჯივას განცხადებით, მთავრობამ დაიწყო მოლაპარაკებები მოძრაობა „წითელი მაისურების“ ლიდერებთან.

მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე "წითელი მაისურები" ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

ყოველკვირეულ მიმართვაში პრემიერმა განაცხადა, რომ იგი არავითარ შემთხვევაში არ შეხვდება განდევნილი პრემიერ მინისტრის ტაქსინ შინავატრას მომხრეებს. მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ შეცვალა გადაწყვეტილება და სატელევიზიო გამოსვლაში აღნიშნა, რომ აქციების ლიდერებს შეხვდება ძალადობის თავიდან აცილების მიზნით და იმის გამო,რომ ქვეყანაში მშვიდობის აღდგენა სურს.

XS
SM
MD
LG