ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის საზღვართან რამდენიმე ბომბი აფეთქდა


ერაყის პოლიცია იუწყება, რომ კვირას ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სირიის საზღვართან რამდენიმე ბომბი აფეთქდა. აფეთქებებს 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაჭრილია 15 კაცი.

პოლიციის განცხადებით, ერთ-ერთი ბომბი ყოფილი პრემიერ მინისტრის აიად ალავის მხარდამჭერის სახლთან აფეთქდა. ეს უკანასკნელი გასამხედროებული სუნიტების დაჯგუფების ლიდერია, რომლიც 7 მარტის საპარლამენტო არჩევნებში მხარს უჭერდა ალავის.

რამდენიმე აფეთქება ხალხმრავალ ადგილას განხორციელდა. ძალადობების ფაქტებმა მას შემდეგ იმატა, რაც საარჩევნიო კომისისიის განცხადებით, ალავის კოალიციამ პარლამენტში ხმების უმეტესობა მოიპოვა.


XS
SM
MD
LG