ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტუდენტური სესხების გაცემის რეფორმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ სტუდენტური სესხების გაცემის პროცესის რეფორმა უზრუნველყოფს იმას, რომ ამერიკაში, სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მეტი უნივერსიტეტ დამთავრებული ადამიანი იცხოვრებს.

დღეს გაკეთებულ რადიო განცხადებაში ბატონმა ობამამ ისიც დასძინა, რომ ეს რეფორმა გადასახადის გადამხდელებს დაახლოებით 68 მილიარდ დოლარს დაუზოგავს ყოველ წელს.

რეფორმის თანახმად, შუამავალი ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები ვეღარ მიიღებენ სუბსიდირებას სტუდენტური სესხების გადანაწილებისთვის.

პრეზიდენტის აზრით ეს რეფორმა ძალიან დროულია, რადგანაც განათლების საფასური მუდამ იზრდება და სტუდენტის მიერ აღებული სესხი ჩვეულებრივ 23 ათას დოლარს აღემატება.


XS
SM
MD
LG