ძლიერი ტალღები და ცუდი ამინდი ყვითელ ზღვაში სამაშველო სამუშაოებს აფერხებს. მაშველები 46 სამხრეთ კორეელი მეზღვაურის გადარჩენას ცდილობენ, მას შემდეგ, რაც მათი გემი ყვითელი ზღვის სადავო ტერიტორიულ წყლებში ჩაიძირა.
1200 ტონიანი საზღვაო ხომალდი, რომელზეც ეკიპაჟის 104 წევრი იმყოფებოდა გუშინ ჩაიძირა, დაუდგენელი აფეთქების შედეგად. ჯერჯერობით ეკიპაჟის 58 წევრის გადარჩენა მოხერხდა. გუშინ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მეორე საგანგებო თათბირი გამართა. მან მომხდარის შესახებ სრული და დეტალური გამოძიების ჩატარება მოითხოვა.