ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მრავალათასიანი დემონსტრაცია ტაილანდში


ტაილანდის ოპოზიციამ დღეს დედაქალაქის ქუჩებში მრავალათასიანი დემონსტრაცია მოაწყო. ათიათასობით წითელპერანგიანი პროტესტანტი ანტისამთავრობო ლოზუნგებით გამოვიდა. ოპოზიცია უკვე ორი კვირაა ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს, დღეს მათ დემონსტრაცია ბანგკოკის ისტორიულ ცენტრში გამარტეს.

ოპოზიციამ ბარიკადების აღმართვაც სცადა, თუმცა პოლიციამ მათ ქმედებას ხელი შუეშალა.მიუხედავად ამისა, დემონსტრაცია შეტაკებაში არ გადაზრდილა. გუშინ ოპოზოციამ ავტომობილების და მოტოციკლეტების აქცია მოაწყო. ისინი მთელი ქვეყნის მოსახლეობას პროტესტისკენ მოუწოდებენ.


XS
SM
MD
LG