ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-რუსეთის შეთანხმება


ნატოს გენერალური მდივანი მიესალმება ბირთვული იარაღის კონტროლის თაობაზე მიღწეულ ახალ შეთანხმებას შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის.

დღეს ბრუსელში სიტყვით გამოსვლისას ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ამ შეთანხმებამ შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთსა და ამერიკას შორის დამატებით სფეროებში პარტნიორობას.

შეთანხმების საფუძველზე შეერთებული შტატები და რუსეთი ბირთვულ შეიარაღებას დაახლოებით ერთი მესამედით შეამცირებენ, მაგრამ ორივე მხარეს დაახლოებით 1500 ბირთვული ქობინი მაინც დარჩება.ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე, მისი რატიფიკაცია ორივე ქვეყნის პარლამენტმა უნდა გააკეთოს.


XS
SM
MD
LG