ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანდაცვის რეფორმის  საბოლოო ვარიანტი დამტკიცდა


შეერთებული შტატების კონგრესმა ჯანდაცვის რეფორმის კანონპროექტის საბოლოო ჩასწორებული ვარიანტი დაამტკიცა. კანონპროექტს ხელი პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სამშაბათს მოაწერა.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, სადაც დემოკრატები არიან უმრავლესობაში კანონპროექტს მხარი დაუჭირა. 220 კონგესმენმა 207 წინააღმდეგ კანონის დამტკიცებს მისცა ხმა. უმცირესობაში მყოფმა რესპუბლიკელებმა კანონპროექტში ჩასწორების შეტანა სცადეს, თუმცა მათი წინადადება უარყოფილი იქნა.

„პრეზიდენტი და უმრავლესობა ამბობს, რომ ეს ისტორიული შემთხვევაა. მე ამას ვეთანხმები, თუმცა მე მჯერა რომ ეს ისტორიული შეცდომაა.“
განაცხადა რესპუბლკელმა სენატრომა ლამარ ალექსანდერმა.


ჯანდაცვის რეფორმა ითვალისწინებს სტუდენტური სესხების წესის შეცვლას და ჯანდაცვის გეგმას ხანდაზმული ადამიანებისთვის. რესპუბლიკელებმა ამ კანონპროექტის მიღებას დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. ქუინიპიაკის უნივერსიტეტის კვლევების თანახმად, ამერიკელთა საზოგადოებრივი აზრის ამ კანონის შესახებ ორად არის გაყოფილი.


XS
SM
MD
LG