ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაყალბებული და გაყიდული თამაშები



თურქეთის პოლიციამ მასობრივი დაპატიმრებები განახორციელა, რაც ევროპულ საფეხბურთო მატჩებთან დაკავშირებულ ფსონების სკანდალს უკავშირდება. ეს ამბავი ჯერ კიდევ ოთხი თვის წინ გერმანიაში დაიწყო და დღემდე გრძელდება. თურქეთში ამ დაპატიმრებების სერიამ ისეთი მნიშვნელოვანი თემებიც გადაფარა, როგორიცაა სასამართლო და პოლიტიკური კრიზისი.

დაპატიმრებები თურქეთის 26 ქალაქში განხორციელდა. დაკავებულთა შორის თურქეთის ცნობილი სახეებიც არიან. ერთ-ერთი მათგანია ყოფილი საერთაშორისო ვარსკვლავი არიფ ერდემი, რომელმაც სახელი გაითქვა 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე უსწრაფესი ჰეთთრიქის შესრულებით. როგორც ირკვევა გამოძიების თანახმად, ის ამ სკანდალის ერთ-ერთი მთავარი პირია. ერდემი ამჟამად პირველი დივიზიაში მოთამაშე გუნდის მწვრთნელია. ის ბრალდებას უარყოფს.


„ერდემის განცხადებით მას არანაირი საერთო არ აქვს წაყენებულ ბრალდებებთან და ამიტომ არც დასამალად აქვს საქმე. მისი თქმით, რადგანაც მისი სახელი ბრალდებაში აღმოჩნდა, მან პოლციას თავად მიმართა. ის სამართალდამცავებს მადლობას უხდის. მან მთელი ღამე დაკითხვის ქვეშ გაატარა.“

თურქეთში ეს დიდი მასშტაბის სკანდალია. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გერმანიის პოლიციამ ოთხი თვის წინ განაცხადა, რომ მათ ფსონებთან დაკავშირებული უდიდესი შეთქმულება გახსნეს. გერმანელი გამომძიებელბი დარწმუნებულნი არიან, რომ 11 ქვეყანაში 200-ი საფეხბურთო მატჩი მსაჯების და მოთამაშეების წყალობით გაყალბდა.


თუმცა თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია აცხადებს, რომ ამ დაპატიმრებებს გერმანიაში დაწყებულ გამოძიებასთან კავშირი არ აქვს. ამ ბოლო გამოძიების თანახმად თურქეთში ჩატარებული 30 საფეხბურთო მატჩი ეჭვის ქვეშ დგება. თუკი აქამდე დაბალ ლიგაში მოთამაშე გუნდების სანდოობის საკითხი იდგა, ახლა უმაღლეს ლიგაში მოთამაშე გუნდის მწვრთნელის დაკავებამ შესაძლოა ქვეყნის საფეხბურთო რეპუტაციას საფრთხე შეუქმნას.

თურქეთში ფეხბურთი საკმაოდ დიდი ბიზნესს წარმოადგენს. უმაღლეს ლიგაში მოთამაშე ოცმა გუნდმა გასულ სეზონზე 6 მილიადი დოლარის მოგება ნახა.
სტამბულის ქუჩებში მომხდარ დაპატიმრებებთან დაკავშირებით შოკი და იმედგაცრუება სუფევს.


„ჩვენ ისინი გულწრფელად გვიყვარს და ისინი მართლაც გამოჩენილი ფეხბურთელები არიან. ჩვენ არ ვფიქრობთ რომ მათ ამის გაკეთება შეეძლოთ. ჩვენ შოკში ვართ. მაგრამ ეს მომხდარია. და ეს კარგია, რადგან დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.“
ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
ფსონებთან დაკავშირებული ფეხბურთის მატჩების შესახებ მრავალი ხმა დადიოდა, რომლის მიხედვითაც კლუბები და მსაჯები მატჩების გაყალბებაში იყვნენ ჩართული. თუმცა ასეთი დიდი მასშტაბის დაპატიმრებათა სერიამ შესაძლოა ქვეყანაში ფეხბურთის განვიტარებას საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენოს.



XS
SM
MD
LG