ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკას პროტექციონიზმში ადანაშაულებენ


როდესაც ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა მოძველებული საავიაციო ტანკერების გამოცვლის შესახებ ტენდერი გამოაცხადა, ვერავინ წარმოიდგენდა რომ ამას საერთაშორისო სკანდალი მოყვებოდა.

“25 წელია თავდაცვის სფეროს კონტრაქტებს ვუყურებ და მსგავსი არაფერი მინახავს”.

ვირჯინიის შტატში მდებარე თილ გრუპ კორპორეიშენის კონსულტანტი რიჩარდ აბულაფია აცხადებს, რომ სამხედრო გამანადგურებლებისთვის ფრენის დროს საწვავის მიმწოდებელი თვითმფრინავების უმეტესობა მოძველებულია და 50-ზე მეტი წლის არის. დღესვე რომ დავიწყოთ ამ თვითმფრინავების შეცვლა, უკანასკნელ მათგანს მაშინ გამოვცვლით როდესაც ის უკვე 75 წლის იქნება.

ტენდერში მონაწილეობა თავდაპირველად ევროპულმა კომპანიებმაც გადაწყვიტეს, მაგრამ მას შედეგ რაც პენტაგონმა ტენდერის პირობები შეცვალა ბოინგი ამ კონტრაქტის მოპოვების ერთადერთი კანდიდატი გახდა, რომელიც შესაძლებელია 50 მილიარდი დოლარი დაჯდეს. ბრიტანეთში ვიზიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ შეერთებული შტატები პროტექციონიზმში დაადანაშაულა.

შეერთებული შტატები ასე არ უნდა ექცეოდეს თავის ევროპელ მოკავშირეებს, რადგან ის ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა და ლიდერობის პრეტენზია გააჩნია. ეს არ არის ის გზა, როგორც პირველი ქვეყანა უნდა იქცეოდეს.” საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით სარკოზი ამ საკითხზე პრეზიდნეტ ობამას პირადად ესაუბრა. საფრანგეთის პრეზიდნეტს მხარს უჭერენ სხვა ევროპელი ლიდერები, მათ შორის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი.

“მეც გული დამწყვიტა ამერიკელების გადაწყვეტილებამ , რადგან ჩვენ ყოველთვის ღია საბაზრო ეკონომიკას და თავისუფალ ვაჭრობას ვუჭერდით მხარს. კონკურენცია თავისუფალი უნდა იყოს.”

მაშინ როდესაც ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს რომ ბატონი სარკოზის არგუმენტები სამართლიანია, რიჩარდ აბოულაფია თვლის, რომ აქ საქმე ამერიკის საშინაო პრობლემებშია.

“დღის ბოლოს , მათ შეხედეს ამ თვითმფრინავების სამუშაო ადგილების ფეხის ნაკვალევს და მიხვდნენ რომ ბოინგი დემოკრატიული პარტიიდან შორს არის. მეორე სრულიად რესპუბლიკელთა სამხრეთშია, ალაბამაში. მათ სავარაუდოდ რაციონალური დათვლა განახორციელეს, დემოკრატებით წარმომადგენელთა სახლში, სენატში და აღმასრულებელ მთავრობაში-ეს იქნებოდა თვითმფრინავი, რომელიც უფრო დაფინანსებას უზრუნველყოფდა.”

ზოგიერთები იმასაც ამბობენ, რომ ევროპელთა პოზიციებს საფრანგეთის მთავრობის საქციელი ასუსტებს, რომელიც ყოველთვის ევროპულ სამხედრო პროდუქციას ანიჭებდა უპირატესობას ამერიკულის სანაცვლოდ.

“არ არის გამორიცხული, რომ ევროპელებმა ეს საბაბი გამოიყენონ და ამერიკული სამხედრო ნაწარმისთვის საკუთარი ბაზრები დაკეტონ. სახელმწიფოები უფრო მეტად ევროპულ იარაღს იძენენ, ვიდრე ამერიკულს, ეს ნამდვილად დიდი საფრთხეა.”

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უახლოვეს მომავალში როგორც სამხედრო ისე სამოქალაქო ავიაციაში კიდევ უფრო გაიზრდება მოთხოვნილება დიდ თვითმფრინავებზე, რაც ევროპელ და ამერიკელ ავიაკონსტრუქტორებს დამატებითი კონკურენციის საშუალებას შეუქმნის.

XS
SM
MD
LG