ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანდაცვის რეფორმის კანონი წარმომადგენელთა პალატას გაეგზავნა


რესპუბლიკელმა სენატორებმა წარმატებით შესძლეს პრეზიდენტი ობამას მიერ უკვე ხელმოწერილი ჯანდაცვის რეფორმის კანონის კვლავ წარმომადგენელთა პალატისთვის გადაგზავნა, სადაც კანონს კენჭი განმეორებით უნდა უყარონ. სენატის დემოკრატთა უმრავლესობის ლიდერის ჰარი რიდის ოფისმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელები კანონით გათვალისწინებულ იმ ორ პარაგრაფს ეწინააღმდეგებიან, რომლებიც სტუდენტებისთვის სესხის გაცემას ეხება. ამ ინფორმაციით, გუშინ საღამოს სენატმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ეს ორი პარაგრაფი სენატის საბიუჯეტო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. პრეზიდენტი ობამა კი ახლადმიღებული კანონის რეკლამირების მიზნით აიოვა სითიში იმყოფება. ასევე ცნობილი გახდა, რომ სულ მცირე ათ დემოკრატ კანონმდებელს, რომლებმაც ჯანდაცვის კანონს მხარი დაუჭირეს მუქარის წერილები გაუგზავნეს.

XS
SM
MD
LG