ჩინეთი აცხადებს, რომ ქვეყანაში გუგლის საძიებო სისტემის პრობლემები შეერთებულ შტატებთან სამომავლო ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენს.
გასულ კვირას გუგლმა გამოაცხადა,რომ იგი შეწყვეტს ჰონგ კონგის სერვერის მეშვეობით ჩინეთში ინტერნეტმომსახურებას იმ მიზეზით, რომ ჩინეთის მთავრობა ძიების შედეგებს მუდმივად აკონტროლებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ქინ განგმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა,რომ გუგლის მოქმედებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე არ აისახება,თუ კონრეტულმა პიროვნებებმა ამ ფაქტის პოლიტიზირება არ მოახდინეს.
განგის განცხადებით,ჩინეთი გუგლის ინტერენტ საძიებო სისტემის გაფილტვრას ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი ინტერესების მიზნით ახორციელებდა.მისი თქმით უცხოურმა ინეტერნეტსაძიებელმა პროგრამებმა და მათ შორის გუგლმა უნდა გაითვალისწინონ ჩინეთის კანონები თუ ამ ქვეყნის ბაზარზე ბიზნესის წარმოება სურთ.