ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში დღეს ხელი მოეწერა ჯანდაცვის რეფორმის  კანონს


დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის ისტორიული მნიშვნელობის კანონმდებლობას, რომელიც ჯანდაცვის დაზღვევას 32 მილიონ ამერიკელს მიანიჭებს.

თეთრ სახლში ჯანდაცვის სისტემის რეფორმის კანონმდებლობის ხელის მოწერის ცერემონიას ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის დემოკრატიული პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ. 940 მილიარდ დოლარად შეფასებული ჯანდაცვის სისტემის რეფორმა ამერიკელებისთვის სუბსიდიების გამოყოფას ითვალისწინებს, რომელიც მათ სავალდებულო კერძო ჯანდაცვის დაზღვევის შეძენის უფლებას მისცემს. ამას გარდა კანონმდებლობა სადაზღვევო კომპანიებს უკრძალავს ისეთ საქმიანობას როგორიც არის შეღავათებზე უარის თქმა იმ პაციენტებისთვის, ვისაც გარკვეული სამედიცინო პრობლემა გააჩნია.

კანონმდებლობის გაფორმება ერთწლიანი საქმიანობის კულმინაციას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ მნიშვნელოვან კანონმდებლობას კონგრსის ორივე პალატაში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებოდნენ. კვირას წარმომადგენელთა პალატამ კანონმდებლობა მოიწონა მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ ყველა რესპუბლიკელი და 34 დემოკრატი გამოვიდა.


XS
SM
MD
LG