ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი ისრაელის დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებს


ბრიტანეთი ისრაელის დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებს ჰამასის ერთ-ერთი ლიდერის მკვლელობის გამო

ბრიტანეთის მედიის განცხადებით ბრიტანეთის მთავრობა ისრაელის დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებს იმ ბრალდებების გამო, რომელთა თანახმად ისრაელის სადაზვერვო სამსახურის აგენტებმა გაერთიანებული არაბული საემიროების ქალაქ დუბაიში ყალბი ბრიტანული პასპორტების გამოყენებით შეაღწიეს პალესტინელ მეამბოხეთა ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციის მიზნით.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყებამ ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარზე უარი განაცხადა, მაგრამ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დეივიდ მილიბანდი დღეს საღამოს პარლამენტის წინაშე საგანგებო სიტყვით წარსდგება.

დუბაი ისრაელის მოსადის სადაზვერვო სამსახურს იანვარში დუბაის სასტუმროში ჰამასის ერთ-ერთი ლიდერის მაჰმუდ ალ-მაბჰუს მკვლელობაში ადანაშაულებს. გაერთიანებული არაბული საემიროების მთავრობის განცხადებით მკვლელებმა დუბაიში ყალბი პასპორტების გამოყენებით შეაღწიეს. ისინი ბრიტანეთის, ირლანდიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ავსტრალიის მოქალაქეების მოპარულ პასპორტებს იყენებდნენ.

XS
SM
MD
LG