თურქეთის პრემიერ მინისტრი იმუქრება, რომ ათი ათასობით სომეხი,რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფება თურქეთიდან დეპორტირებული იქნება . ეს განცხადება მთავრობამ მას მერე გაავრცელა,რაც შვედეთის პარლამენტმა 1915წელს თურქების მიერ სომეხი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობა გენოციდად შეაფასა.
21 წლის მარიასთვის რთული დრო დადგა. იგი ერთერთია იმ ათასობით სომეხს შორის,ვინც არალეგალურად თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს და მუშაობს.აღსანიშნავია,რომ ამ არალეგალ იმიგრანტებს შორის უმეტესობა ქალთა სქესის წარმომადგნელები არიან. მარია სილამაზის სალონში მუშაობს და პრემეირ მინისტრის ტაიპ ერდოღანის განცხადებით შეძრწუნებულია:
მარიას თქმით,მსგავსი განცხადება ყველასათვის მოულოდნელი იყო.მისი მშობლები კარგა ხანია თურქეთში ცხოვრობენ .თავად იგი კი სომხეთში სწავლის ფულს აგროვებს.
თურქეთის პრემიერ მინისტრის ერდოღანის თქმით, სომხური დიასპორის მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ თემის ლობირებამ ,შესაძლოა თურქეთში მცხოვრებ სომეხ მოსახლეობას გარკვეული პრობლემები შეუქმნას.
თურქეთში სულ 170,000 სომეხი ცხოვრობს,მათგან მხოლოდ 70ათასია თურქეთის მოქალაქე.ჩვენ შეგვიძლია ამ ადამიანებზე თვალი დავხუჭოთ,მაგრამ არ არის გამორიცხული ,რომ არალეგალობის გამო მათ ქვეყნის დატოვება მოვთხოვოთ.
თურქეთის მთავრობა გენოციდის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს,რომ ისტორიულ ინციდენტს მოსახლეობის მხოლოდ მცირე რაოდენობა ემსხვერპლა.იმ უზარმაზარ რიცხვს კი ,რომელსაც სომხები ასახელებენ, სამოქალაქო ომის დროს დაღუპული სომეხი მოქალაქეები შეადგენენ.
ზოგადად დეპორტაციის მუქარის სახით გამოყენება ძალზე ფაქიზი თემაა.ბაჩესეჰირის უნივერსიტეტის პოლიტიკის დარგში მეცნიერის სენგიზ აქთარის განცხადებით:
„ამ თემის ხელახლა წამოჭრა სკანდალურ ფაქტად შეიძLება იქცეს.მინისტრი საკუთარ ძალაუფლებას ყველაზე იოლად დასაჩაგრ ხალხზე იყენებს.მსგავსი საქციელი საერთაშორისო შანტაჟს უფრო წააგავს.სომეხი ხალხი ამით ეროვნული ანგარიშსწორების მსხვეხრპლად იქცევა"
გენოციდის ბრალდებამ თურქ მოსახლეობაში განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია. სტამბულის ცენტრში მაღაზიებს უხვად შეხვდებით,აქ პრემეირ მინისტრის მუქარის მხარდამჭერთა პოვნაც არ გაგიჭირდებათ.
„მსგავსი რეაქცია მართებულია.მითუმეტეს თუ თვლიან,რომ თურქებმა ეს ჩაიდინეს"
„თუ სომეხ და თურქ მოსახლეობას შორის უთანხმოება არსებობს,სომეხმა მოსახლეობამ უნდა დატოვოს თურქეთი"
გამოკითხვის მიხედვით თურქეთის მოსახლეობის 49პროცენტი სომხების თურქეთიდან დეპორტაციის საკითხს ცალსახად მხარს უჭერს.
თუმცა სტამბოლის ცენტრში შეკრებილი 150 დემონსტრანტი პრემიერ მინისტრის ტაიპ ერდორანის მუქარას პროტესტით ეხმაურება.
„ეს დაუშვებელია.სომხები ხომ ჩვენი მეზობლები არიან.ისინი ჩვენ თავის დროზე გავდევნეთ, მათთან ახლა ვალში ვართ და იგივე შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ"
„ეს დაუფიქრებელი გადაწყვეტილებაა და აშკარა რასისტულ ხასიათს ატარებს"
აცხადებენ დემონსტრანტები
თურქეთის პრემიერ მინისტრის მიერ სომეხი მოსახლეობის მიმართ მუქარას მედიაც ძალზე კრიტიკულად გამოეხმაურა.ალბათ ამან განაპირობა ის,რომ ბატონმა ერდოღანმა უკჯან დაიხია და გასულ კვირას განაცხადა,რომ დეპორტაციის საფრთხე სომეხ მოქალაქეებს ჯერ არ ემუქრებოდათ.
კრიტიკოსების თქმით,ევროკავშირში გაწევრიანების მომლოდინე თურქეთს მსგავსი განცხადებები კარგს არაფერს უქადის.
პოლიტიკური ექსპერტის ჩენგიზ აქთარის განცხადებით,მსგავსი ნაბიჯები ორ ქვეყანას შორის ისედაც დაძაბულ ურთიერთობაზე მკვეთრად აისახება:
'მოსახლეობის განდევნითა და დეპორტაციით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ვერადსროს დარეგულირდება,ეს კატეგორიულად საპირისპირო შედეგებამდე მიგივყვანს"
არ არის გამორიცხული კიდევ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ თურქეთის მიერ განხორციელებულ მასობრივ მკველელობებს გენოციდის კვალიფიკაცია მიანიჭოს.ანკარას მხრიდან მსგავსი რეაქციები კი სიუტუაციას უფრო მეტად თუ დაძაბავს.მაგრამ ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად მაინც თურქეთში მცხოვრები სომეხი მოსახლეობა დაზარალდება.