ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანდაცვის რეფორმის კანონის კენჭისყრა



შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში დღეს წინააღმდეგობრივ ჯანდაცვის რეფორმის კანონს უნდა ეყაროს კენჭი. კანონის თანახმად სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფილი იქნება 30 მილიონი ამერიკელი, რომელთაც დაზღვევა არ გააჩნიათ. მხარდასაჭერად თავად პრეზიდენტი ობამა გამოვიდა.

დემოკრატიული პარტიის ლიდერები შაბათს კონგრესში მუშაობდნენ იმისთვის, რომ საჭირო 216 ხმა მოეპოვებინათ, ეს ის მინიმუმია რომელიც კანონის გატანისთვისაა საჭირო.

რეფორმის საწინააღმდეგოდ კონგრესის შენობის წინ საპროტეტსტო აქციები გაომართა. რესპუბლიკელები კვლავ ეწინააღმდეგებიან კანონს და აცხადებენ რომ ეს კიდევ უფრო გაზრდის გადასახადებს დას ჯანდაცვის საკითხების გადაწაყვეტაში მთავრობის მეტ ჩარევას შეუწყობს ხელს.



XS
SM
MD
LG