მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ცდილობს დააჩქაროს H1N1 ვირუსის ვაქცინის მიტანა მსოფლიოს 25 განვითარებად ქვეყანაში. ამ ქვეყნების ნახევარი აფრიკაში მდებარეობს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა გრეგორი ჰარტლმა განაცხადა, რომ ვაქცინაზე მოთხოვნა 95-მა ქვეყანამ შეიტანა.
ორგანიზაცია გეგმავს მილიონობით ვაქცინით ამ ქვეყნების მეოთხედი რაც შეიძლება მალე დააკმაყოფილოს. აფრიკის ქვეყნებთან ერთად, ვაქცინა აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ ამეკირაშიც გაიგზავნება.
მონღოლეთი, აზერბაიჯანი და ავღანეთი პირველი სამი ქვეყანაა, რომელმაც უფასო ვაქცინები მიიღო. აფრიკის ქვეყნებიდან კი პირველი ტვირთი ტოგოში ჩავიდა.
ბატონი ჰარტლის თმით, ეს ქვეყნები საკუთარი მოსახლეობის 10 პროცენტის აცრას შეძლებენ.
დღემდე მსოფლიოში დაახლოებით 17 ათასი ადამიანია ღორის გრიპის გამო დაღუპული.