ისტორიკოსთა და მეცნიერთა უმრავლესობა თანხმდება, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს დაახლოებით ერთი მილიონი სომეხის მკვლელობა გენოციდის არსებობას ამტკიცებს. გენოციდი კი 1948 წლის გაეროს კონვენციით განისაზღვრება, როგორც ხალხის ან ხალხის ნაწილის მიზანმიმართული განადგურება რასის, ეთნიკურობის ან რელიგიის მიხედვით. ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევარი რონალდ სანი ცდილობს ახსნას, თუ რატომ ეწინააღმდეგება თურქეთის მთავრობა გენოციდის ფაქტის აღიარებას.
„თურქეთი უარყოფს გენოციდის ცნებას და ამ ტერმინს საერთოდ. ისინი აცნობირებენ, რომ ადგილი ქონდა დეპორტაციას, ამის შესახებ კითვხები არ არსებობს, და ასევე არც იმაზე, რომ ადგილი ქონდა ხოცვა-ჟლეტას. რასაც ისინი უარყოფენ არის ის, რომ ეს მკვლელობები არ იყო მიზნამიმართულად და ორგანიზებულად მთავრობის მიერ განხორციელებული. “ ამბობს სანი.
როჯერ სმიტი გენოციდის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელია. მისი თქმით, სიტყვა „გენოციდის“ წარმოთქმას ბევრი თურქი გაურბის.
„მე რამდენიმე თურქ მეცნიერთან მიმუშავია და ისინი თავს ლიბერალებად თვლიდნენ, თუმცა არ სურდათ სიტყვა გენოციდს წარმოთქმა. ისინი საუბრობდნენ ამ ცხოვა-ჟლეტის შესახებ, აღიარებდნენ რაც მოხდა.და მერე მეუბნებდენ, რომ არ სურდათ ამ სიტყვის გამოყენება.“
ამბობს სმიტი. მისი თქმით თურქეთს ასეთი ვითარების შენარჩუნება გაუჭირდება.
როგორც ცნობილია, შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებულმა რეზოლუციამ სომეხთა გენოციდის საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო ასპარეზზე დისონანსი შეიტანა.
რეზოლუცია არასავალდებულო ხასიათისაა და ის რეკომენდაციას აძლევს პრეზიდენტ ობამას 1915 წელს ოტომანთა იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიაროს. კომიტეტში რეზოლუცია 23 ხმით 22-ის წინააღმდეგ გავიდა.
ობამას ადმინისტრაცია რეზოლუციას არ დაეთანხმა. სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, მას არ სჯერა რომ კონგრესის ქვედა პალატა ამ რეზოლუციას ხმას მისცემს. თუმცა თურქეთის რეაქცია მყისიერი იყო. ანკარას განცხადებით, თურქეთი იმაში დაადანაშაულეს, რაც მას არ ჩაუდენია. თურქეთის ელჩი ვაშინგტონში ნამიკ ტარი კონსულტაციებისთვის უკან გაიწვიეს. ასევე თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ერდოგანმა განაცხადა, რომ შესაძლოა აპრილში ვაშინგტონში პრეზიდენტ ობამას მასპინძლობით ბირთვული ენერგის სამიტს არ დაესწროს.
დაახლოებით 20-მე ქვეყანამ - კანადას, რუსეთის, ნიდერლანდების და შვედეთის ჩათვლით უკვე აღიარეს, რომ 1915 წელს თურქეთში სომხების გენოციდი განხორციელდა.
ჯერჯერობით შეერთებულ შტატებს არ უღიარებიათ გენოციდის არსებობა. რონალდ სანის თქმით, ამის მიზეზი თურქეთთან შეერთებული შტატების განსაკუთრებული სტრატეგიული კავშირია. რონალდ სანი იმავე სტრატეგიული მიზნებით ხსნის ისრაელის პოზიციასაც, რომელიც გენოციდის ფაქტს არ ცნობს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი ობამა საგარეო კომიტეტის რეზოლუციამ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. თუმცა, ასევე ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ ეს ვითარება დროებითია, რადგან კონგრესის ქვედა პალატა ამ რეზოლუციას არ დაამტკიცებს.