ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უთანხმოება ჩინურ ვალუტასთან დაკავშირებით


ჩინეთი კიდევ ერთხელ სთხოვს შეერთებულ შტატებს, ნუ ეცდება პოლიტიური დატვირთვა მისცეს იმ უთანხმეობას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ჩინურ ვალუტასთან დაკავშირებით წარმოიშვა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ვაჭრობის მინისტრმა ჰე ნინგმა უარყო რამდენიმე ამერიკელი სენატორის მიერ შეთავაზებული წინადადება იმის შესახებ, რომ ჩინური ეროვნული ვალუტის ხელოვნურად მანიპულირესბის შემთხვევაში ჩინეთს ჯარიმები დაეკისროს. მინისტრის თქმით, ეს შემოთავაზება გარე ფაქტორია, რომელმაც შეიძლება მოლაპარაკებებს ხელი შეუშალოს.

პეკინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა უკვე რამდენიმე კვირაა დაძაბულია. შეერთებული შტატები ჩინეთს ეროვნული ვალიუტის ხელოვნურ გაუფასურებაში ადანაშაულებს. გაუფასურებული იუანი მსოფლიო ბაზარზე ჩინური პროდუქციის იაფად გატანის საშუალებას იძლევა.



XS
SM
MD
LG