ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა იმედს არ კარგავს


თეთრი სახლის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას იმედი აქვს, რომ კონგრესში დემოკრატები ხმების საკმარის რაოდენობას დააგროვებენ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სფეროს რეფორმის კანონპროექტი დაამტკიცონ.

თეთრი სახლის წარმომადგენელი, რობერტ გიბსის თქმით, პრეზიდენტი პირადად დაუკავშირდა ოცამდე კანონმდებელს და კანონპროექტის მხარდაჭერა სთხოვა.

უმრავლესობის ლიდერი სტენი ჰოიერი აცხადებს, რომ წარმომადგენელთა პალატა კვირას უყრის კანონპროექტს კენჭს. სენატმა კანონპროექტი უკვე დაამტკიცა.

ბატონი გიბსი ასევე აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ავსტრალიასა და ინდონეზიაში ვიზიტი გადადო კონგრესში მოსალოდნელი კენჭისყრის გამო.


XS
SM
MD
LG