ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

30 მიაისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებელთა "ძალიან დიდი ოდენობა" დაესწრება, მათ შორის, დაახლოებით, 400 დამკვირვებელი მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ეუთოს ოფისიდან (ODIHღ) იქნება წარმოდგენილი, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 18 მარტს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ასევე საარჩევნო კოდექსში ერთი კვირის წინ შეტანილ ცვლილებებზე, რომლითაც არჩევნების დღედ 30 მაისი განისაზღვრა. კანონმდებლობით, საარჩევნო კამპანიისა და ვადების ათვლა იწყება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 60 დღისა (31 მარტამდე), როცა პრეზიდენტი თავისი ბრძანებულებით ოფიციალურად ნიშნავს არჩევნებს. კოდექსის თანახმად, თბილისის მერობის კანდიდატები არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღისა უნდა იქნენ წარდგენილნი. დღეს არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ცესკოს თავმჯდოამრე ზურაბ ხარატიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ.

არჩევნების დღის ოფიციალურად გამოცხადების შესახებ დღეს კომენტარტები ოპოზიციის წარმომადგენლებმაც გააკეთეს. სოზარ სუბარი ამბობს.და კიდევ ერთი განცხადება ტელეკომპანია "იმედის" "მოდელირებული ქრონიკის" შესახებ. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ განაცხადა, რომ იგი "შეშფოთებულია" ტელეკომპანია "იმედის" იმიტირებული რეპორტაჟის გამო და მოუწოდა საქართველოს თავი შეიკავოს იმგვარი ქმედებებისგან, რასაც შესაძლოა დაძაბულობის გამწვავება მოყვეს.

"მე შეშფოთებული ვარ ცოტა ხნის წინ თბილისში იმიტირებული რეპორტაჟის გაშვების გამო, მინდა მოვუწოდო საქართველოს თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისგან, რამაც შესაძლოა გააძლიეროს შიდა ან რეგიონალური დაძაბულობა". მან ეს განცხადება 17 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ნიკა გილაურთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

გილაურმა განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომ ტელეკომპანია, რომელმაც იმიტირებული რეპორტაჟი გაუშვა, კერძო კომპანიაა. დღესდღეობით უცნობია, თუ ვინ არის ტელეკომპანიის აქციების 90%-ის მფლობელი. ტელეკომპანიის ხელმძღვანელია ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და დიდი ხნის მოკავშირე გიორგი არველაძე.


XS
SM
MD
LG