ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლატინინამ ვაშინგტონში ისაუბრა


ვლადიმერ პუტინის მმართველობის ქვეშ ენერგო ზესახელმწიფოდ გამოცხადებული რუსეთი, წელიწადში ნავთობისა და გაზისგან 1 ტრილიონი დოლარის ოდენობის მოგებას იღებს. წარმატებამ ქვეყნის ელიტას შვეიცარიული საათები, კოტ დ’ივუარში ვილები და ბრიტანული ფეხბურთის კლუბები მოუტანა.

რუსეთის პრეზიდენტს ქვეყნის გარშემო 13 რეზიდენცია აქვს და კიდევ ათამდე მშენებლობის პროცესშია. იულია ლატინინამ, რუსეთის წამყვანმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა, ვაშინგტონის კატოს ინსტიტუტში შეკრებილ ექსპერტებისა და საერთაშორისო ჟურნალისტების საზოგადოებას გუშინ განუმარტა, რომ სანამ რუსეთი შეიძლება ჯაბნიდეს ამერიკას ზოგიერთ ზემოხსენებულ საკითხში, ქვეყნის ახალ მთავრობას შიდა მშვიდობა, ფუნქციური სახელმწიფო ინსტიტუტები ან თანამედროვე ეკონომიკა არ მოუტანია. ამის მაგივრად რუსეთი გახდა მსოფლიოში კორუფციის ყველაზე დიდი ექსპორტიორი და ევროპის, ადამინის უფლებათა სასამართლოდან იურიდიულ საქმეთა იმპორტიორი.

საქართველო-რუსეთის ომთან დაკავშირებით მწვავე განცხადებების გამო, საუბრობდნენ რუსეთის პრემიერ-მინისტრის უკმაყოფილებაზე ლატინინას მიმართ, თუმცა როგორც თავად ამბობს, პუტინმა “აპატია” და თქვა: “იცოცხლოსო!”

რუსეთის დღევანდელი სიტუაციის ილუსტრირებული 20 წუთიანი პრეზენტაციის შემდეგ, ლატინინამ საუბარი რუსეთის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე განაგრძო. შეხვედრას კატოს ინსტიტუტის ექსპერტი ანდრეი ილარიონოვი უძღვებოდა.

ვინ იქნება რუსეთის პრეზიდენტი 2012 წელს. ლატინინა: "ვლადიმერ პუტინი თავად გადაწყვეტს თუ ვინ იქნება პრეზიდნეტი. სავარაუდოდ პასუხისმგებლობასაც თავად აიღებს. ერთადერთი რამაც შეიძლება დააფიქროს ის არის, რომ მას ფუფუნება, სიმდიდრე, იახტები, თხილამურებით სრიალი უყვარს, ფეხით არც კი დადის, ამიტომ შეიძლება ისევ ჩრდილში დარჩენა მოინდომოს, ფულის გადამანაწილებლად დარჩეს და მედვედევი კი კვლავ მის პრეს-სპიკერად, რომელიც ილაპარაკებს ინოვაციაზე, მოდერნიზაციაზე, დემოკრატიის პრინციპებზე.

ზოგადად მას შეუძლია გახდეს “გაზპრომის” და “ალმაზის” პრეზიდენტი თუნდაც რუსეთის პატრიარქი, რადგან რასაც მოისურვებს იმას დაირქმევს.

არ ელოდეთ რაიმე სერიოზულ ცვლილებებს, ფრანკოს რეჟიმი მის სიკვდილთან ერთადაც არა, მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ დასრულდა. რუსი ჟურნალისტის თქმით, დღეს, როდესაც ევროპას ბიუროკრატია ტანჯავს, რუსეთში რაიმე გარდამტეხ ცვლილებებზე საუბარი ზედმეტია, ისევე როგორც რუსეთ -დასავლეთის ურთიერთობაში.

ხოდარკოვსკიმ თქვა და მეც ვეთანხმები, რუსეთი კორუფციის ექსპორტიორი გახდა. ეს მნიშვნელოვანია. დღეს რუსეთი დასავლეთისთვის სამხედრო საფრთხეს არ წარმოადგენს. საბჭოთა კავშირის ხანა დასრულდა. პუტინის რუსეთი დასავლეთში აბანდებს ფულს. ხომ არ დაიწყებს იმ ადგილის დაბომბვას, სადაც საბანკო ანგარიშები აქვს.

ამ ჭიდილში საქართველო შუაში მოხვდა. საბედნიეროდ ბოლომდე არ დაზიანდა. პუტინმა დროულად დაიწყო შედეგებზე ფიქრი დაიწყო.

მაგრამ ევროპელების პოზიცია გასაკვირია. ნახეთ ჰაიდი ტალიავინის დასკვა? რა წერია?: რუსეთი ომის დაწყებაში ქართველებს, ხოლო ქართველები რუსეთს ადანაშაულებენ, ჩვენ კი არ ვიცით. საშინელებაა. რას ვარკვევთ აბა საერთოდ.

ევროპაში რაც ხდება ბიუროკრატიული ომის ნიშანია. მხოლოდ პუტინი არა, დააკვირდით გლობალული დათბობის საკითხზეც ვერ შეთანეხმებულან. საბჭოთა კავშირის დროს ევროპა ნამდვილად იყო თავისუფალი, დღეს სხვა სურათი გვაქვს."

საუბრისას ლატინინა ფრანგული საბრძოლო გემის, მისტრალის რუსეთისთვის მიყიდვის საკითხსაც შეეხო. მისი განცხადებით მას საქართველოს შეშფოთება ესმის, მაგრამ ამ საკითხს ყიდვა-გაყიდვის კუთხით უყურებს.

"თავდაცვის მინისტრმა, ანატოლი სერდიუკოვმა ჯარის მოდერნიზება გადაწყვიტა. მე მას არ ვაქებ, ის არის კაცი, რომელმაც რუსეთის მიერ წარმოებულ ერთადერთ ომში, იუკოსის წინააღმდეგ გადამწყვეტი როლი ითამაშა, მაგრამ არმიის კუთხით, შესაძლებელზე მეტის გაკეთებას ცდილობს, მან გადაწყვიტა, სხვათაშორის საქართველოსთან ომის შემდეგ რომ ჭირდება სხვა ტექნიკა, აღჭურვილობა. რატომ დაეხარჯა ფული რუსეთში ადგა და მისტრალი იყიდა. მან გაბედული ნაბიჯი გადადგა."

გამოსვლის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, იულია ლატინინამ ამერიკის ხმის ქართული რედაქციის შეკითხევბს უპასუხა, პირველი ოპოზიციის წარმომადგენელთა რუსეთში მოხშირებულ ვიზიტებს შეეხო.

"ოპოზიციის წევრები, გაემგზავრნენ, გამეგზავრნენ, ამას წინ უძღოდა ლევან პირველი ავსტრიიდან, რომელიც იქიდან ცდილობდა რეჟიმის შეცვლას. იყო პრიმაკოვის დაბადების დღე, სადაც პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის საკითხი ბატონ პრიმაკოვის დახმარებით შეიძლება გადაწყდეს. მოგზაურობის მიზეზი ის არ არის, რომ რეიტინგს იხვეჭენ და რუსეთში მიდიან, პირიქით, ჯერ რეიტინგი უვარდებათ როგორც წესი და შემდეგ მოსკოვში ჩადიან. ფაქტია, რომ ნოღაიდელს საარჩევნო კამპანიის ფული გაუჩნდა. თუმცა არ მგონია, რომ ეს მას დამატებით ხმებს მოუტანს.

მაგრამ რუსეთი იმდენად არადემოკრატიულ ქვეყანაა, რომ ოპოზიციაც კი არ არსებობს. საქართველოში კი ცუდი ის არის, რომ ოპოზიცია არ იცვლება საუბრის დასასრულს, იულია ლატინინა ტელეკომპანია იმედის ეთერში რამენიდმე დღის წინ ნაჩვენებ ქრონიკის სპეციალურ გამოშვებას გამოეხმაურა, რომელიც მიმანიშნებელი წარწერის გარეშე ყალბი ინფორმაციით გავდია ეთერში.

"მართალი გითხრათ ვერ გავიგე რა მოხდა, ვხვდები რომ პირდაპირ თუ ირიბად ამ საქმეში სააკაშვილის ხელი ურევია. ეს ისეთივე სისულელეა, როგორიც რუსულენოვანი არხის, პირველი კავკასიურის დაარსება, ეს მე მათ შემქმნელებსაც ვუთხარი, ყველაფერი რაც არა მოგებისთვის, არამედ იდეოლოგიის პროპაგანდისთვის კეთდება, “Russia Today” გამოდის, რომელიც თბილისში კრიტიკის საგანია.

სერიოზული და ერთადერთი სხვაობა იმაშია, რომ პრეზიდნეტი სააკაშვილი მართლაც ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. საქართველო როგორც სუპერ ლიბერალური ქვეყანა, იგივე პოლიციის რეფორმა, ამის არ დანახვა არ შეიძლება."

ეს გახლდათ დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტი, იულია ლატინინა, რომელიც გუშინ, ვაშინგტონის კატოს ინსტიტუტში საერთაშორისო ექსეპრტული საზოგადოების წინაშე წარსდგა.

XS
SM
MD
LG