საფრანგეთის ლჩმა თბილისში ერიკ ფურნიემ 16 მარტს პრეტენზიები გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ტელეკომპანია
” იმედის” იმიტირებულ რეპორტაჟში მისი კადრები იქნა გამოყენებული. ტელეკომპანიის ხელმძღვანელის გიორგი არველაძის სახელზე გაგზავნილ წერილში ფრანგმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ის
”განცვიფრდა,” როდესაც საკუთარი თავი ამოიცნო რეპორტაჟში, სადაც იგი იმ სიტუაციაზე საუბრობს, რომელიც საერთოდ არ უკავშირდება იმიტირებული რეპორტაჟის თემას. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს
” სრულიად უპასუხისმგებლო” გადაცემა იყო. ელჩის თქმით, ამ ფაქტმა ტელეკომპანიის ” რეპუტაციას ზიანი მიაყენა” და ის ძირეული საკითხები წამოწია, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უნდა განიხილოს. საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა დენის კიფმა პროტესტი გამოთქვა ” იმედის” გამოგონილ სიუჟეტში ვითომდა მისი განცხადების გამოყენების გამო, რაც მისი თქმით, ელჩის ”უპატივცემულობაა” და აღნიშნული
” ცუდად აისახება მედიის თვალსაზრისით საქართველოს რეპუტაციაზე”. აშშ- ის ელჩმა ჯონ ბასმა განაცხადა 14 მარტს: ”მე არ მგონია, რომ ამ სახის გადაცემები - თუნდაც რომ მას მითითებული ჰქონოდა, რომ ის გამოგონილია
- ამ კონკრეტულ მომენტში იყოს ხელისშემწყობი საქართველოს წინაშე მდგომი უსაფრთხოების რეალურ საფრთხეებთან და პრობლემებთან გასამკლავებლად.” მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს ახლადდანიშნულმა წარმომადგენელმა დუნია მიატოვიჩმა დაგმო
” იმედის” დადგმული საინფორმაციო გამოშვება, როგორც
” ჟურნალისტური უპასუხისმგებლობა.” ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ასევე დაგმო ეს ფაქტი და განაცხადა
16 მარტს, რომ
” მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო გადაცემების დამზადებას სერიოზული დესტაბილიზაციის გამოწვევა შეუძლია ადმინისტრაციული საზღვრების სიახლოვეს”. ევროპელი დამკვირვებლები მოწმენი გახდნენ ადმინისტრაციულ საზღვრებთან მცხოვრები მოსახლეობის მღელვარების და შეშფოთებისა, რაც ” იმედის” მოდელირებულმა გადაცემამ გამოიწვია, აცხადებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში.
16 მარტს გავრცელდა სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი, სავარაუდოდ, პრეზიდენტ სააკაშვილსა და კულტურის მინისტრს ნიკა რურუას შორის, რომელიც ტელეკომპანია ”იმედის” იმიტირებულ რეპორტაჟს უკავშირდება.