ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა უნგრეთს ულოცავს


ამერიკის პრეზიდენტი უნგრეთს 1848 წლის რევოლუციის წლისთავს ულოცავს. ბატონმა ობამამ ავსტრიელების ჰეგემონიის წინააღმდეგ მომხდარ აჯანყებას, უნგრეთის თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა უწოდა. პრეზიდენტმა აგრეთვე უნგრული წარმოშობის ამერიკელებსაც მიულოცა ეს ღირსშესანიშნავი თარიღი. 1848 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების მცდელობით, უნგრელები ჰაბსბურგების მონარქიას აუჯანყდნენ. აჯანყების შემდეგ ავსტრიამ და უნგრეთმა ახალი ტიპის უნია ავსტრო-უნგრეთი ჩამოაყალიბეს.

XS
SM
MD
LG