ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ოპოზიცია სასამართლოში სარჩელის შეტანით იმუქრება


საქართველოს ოპოზიცია რუსეთთან ომის შესახებ ყალბი სატელევიზიო გადაცემის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანით იმუქრება. საქართველოს ოპოზიცია ქვეყნის რუსეთის მიერ სამხედრო დაპყრობის შესახებ ყალბი სატელევიზიო რეპორტაჟის გამო კერძო ტელეარხ იმედის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

შაბათს ტელეარხ იმედზე გასული ყალბი რეპორტაჟის გამო მოსახლეობაში პანიკა ატყდა.

რეპორტაჟში 2008 წლის რუსეთთან კონფლიქტის აღმბეჭდავი ვიდეო მასალების ფონზე გავიდა ყალბი ინფორმაცია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის შესახებ. ამას გარდა სატელევიზიო რეპორტაჟში ნახსენები იყო, რომ ოპოზიციის ლიდერების ერთმა ნაწილმა რუსებს მხარი დაუჭირა. რეპორტაჟში აგრეთვე ნაჩვენები იყო ავტომანქანებით გაჭედილი ქუჩები, რომელიც თითქოსდა გასაქცევად მომზადებული თბილისის მოსახლეობით იყო სავსე.

კვირას საქართველოს ოპოზიციის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ყალბი სატელევიზიო რეპორტაჟი მთავრობის პროპაგანდად შერაცხა. უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებულ სატელევიზიო რეპორტაჟში ნახსენები იყო, რომ ბურჯანაძემ რუსეთს მხარი დაუჭირა. ბურჯანაძემ საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტოს მოახსენა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ ხსენებული რეპორტაჟის შინაარსი უდავოდ პრეზიდენტთან შეთანხმებული იქნებოდა.

საქართველოს მთავრობის ოფიციალურმა პირებმა უარყვეს, რომ მათ იცოდნენ ხსენებული სატელევიზიო რეპორტაჟის შესახებ და დაგმეს ის, როგორც უაღრესად უპასუხისმგებლო ნაბიჯი.


XS
SM
MD
LG