ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის მთავრობის პროტესტი


ჩინეთის პრემიერ მინისტრი ვენ ჟიობაო აცხადებს რომ ქვეყნის მთავრობა ეწინააღმდეგება ჩინეთის სავალუტო კურსის შეცვლას.

პრემიერმა აქვე დასძინა, რომ პეკინი არ აპირებს დაემორჩილოს საერთაშორისო წნეხს და არ გადახედავს იენის კურსს დოლართან მიმართებაში. თავის მხრივ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გასულ კვირას მოუწოდა ჩინეთს დანერგოს საერთაშორისო ბაზარზე ორიენტირებული სავალუტო კურსი რომელიც დაეხმარება გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღებას.

ობამას ადმინისტრაციამ დაადანაშაულა პეკინი იმაში რომ ჩინეთის მთავრობა ხელოვნურად აკავებს იენის დაბალ ფასს იმისთვის, რომ გლობალურ ბაზარზე ჩინეთის პროდუქცია ნაკლები ღირდეს.



XS
SM
MD
LG