პაკისტანის საჰაერო ძალების მიერ თალიბ მეამბოხეთა პოზიციებზე საჰაერო დარტყმების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.პაკისტანის ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ ავღანეთის საზღვართან პაკისტანის საჰაერო ძალების მიერ თალიბ მეამბოხეთა პოზიციების დაბომბვის შედეგად სულ ცოტა 13 თალიბი მეამბოხე დაიღუპა.
ოფიციალურ პირთა ცნობით, ორაკზაის ტომით დასახლებულ რეგიონში განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად პაკისტანის საჰაერო ძალებმა თალიბ მეამბოხეთა ბაზები გაანადგურეს. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია ის დაიღუპა თუ არა საჰაერო დარტყმების შედეგად თალიბ მეამბოზეთა უფროსი საველე მეთაურები.