ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტი ავღანეთში


ტერაქტი მოხდა ავღანეთში. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქებამ 6 ადამიანი იმსხვერპლა.

ტერაქტი ურუზგანის პროვინციაში მოხდა. გარდა ამისა, პოლიციამ ტერაქტის მცდელობა აღკვეთა ბაღდის პროვინციაში. მათ ის ორი ამბოხებული გაანადგურეს, რომლებიც გზაზე ნაღმის დამონტაჟებას ცდილობდნენ.

ბოლო პერიოდში ამბოხებულთა მიერ თვითნაკეთი ნაღმების გამოყენება საგრძნობლად გახშირდა. ისინი ასეთ ნაღმებს ძირითადად კოალიციის ძალების წინააღმდეგ იყენებენ.


XS
SM
MD
LG