ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ცოცხალი ფარის“ სკანდალი და თავგასული რუსი სამართალდამცავები


რუსეთში მომხდარ ავტოავარიებში მონაწილე სამართალდამცავთა რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება. ოთხშაბათს სამი ავტომობილის დამტვრევაში კიდევ ერთ რუს ოფიცერს წაუყენეს ბრალდება. ოფიცერს მძღოლის მოწმობა არ გააჩნდა. იმავე დღეს კიდევ ერთი პოლიცელი ქალაქ სერგიევ პოსადში ავტომობილით მოძრაობისას 11 წლის ბიჭს ტროტუარზე დაეჯახა. ასეთი ფაქტები თებერვალშიც დაფიქსირდა. როდესაც, მოსკოვის ცენტრში მთვრალი პოლიციელი საჭესთან იჯდა და ქალს შეეჯახა. ანალოგიური შემთხვევა მოხდა ვორონეჟშიც, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა. დამნაშავე აქაც მთვრალი პოლიციელი იყო.

გასულ წელს კი სამსახურიდან პოლიციის სამი სერჟანტი დაითხოვეს, წითელ მოედანზე ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო.
გასულ კვირას მომხდარი სკადალი კი ამჟამადაც გრძელდება. საგზაო პოლიციამ, რომელიც შეიარაღებულ კრიმინალს მისდევდა, რამდენიმე მძღოლს მანქანის გაჩერება უბრძანა. კრიმინალი მათ მანქანებს შეეჯახა. პოლიცია მძღოლებს კომპენსაციაზე უარს ეუბნება, ხოლო ამის მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ მათ დამნაშავის შეპყრობა ვერ მოახერხეს. ეს ინციდენტი მოსკოვში „ცოცხალი ფარის“ საქმით არის ცნობილი. ეს საქმე მას შემდეგ გახმაურდა, რაც ერთერთმა დაზარალებულმა მძღოლმა სტანისლავ სუტიაგინმა ეს კადრები ინტერნეტში იუთუბის საიტზე ატვირთა.

„ის სხვანაირად რომ დაგვჯახებოდა, მეც და ჩემი მეგობარიც ალბათ ვერ გადავრჩებოდით. და რომ გაცერებულიყო, მისი მიმართულებით სროლა დაიწყებოდა. ხოლო ცეცხლის ქვეშ კი აღმოვჩნდებოდით, მეც, ჩემი მეგობარიც და სხვა მძღოლებიც. ნუთუ ჩვენს სიცოცხლეს ფასი არ აქვს. “
ამბობს დაზარალებული სუტიაგინი.

მის კითხვაზე აქვს თუ არა მის და მისნაირების სიცოცხლეს ფასი, პასუხი გაცემას სოციოლოგი სტეპან ლვოვი ცდილობს. მისი აზრით, რუს სამართალდამცავებს და საზოგადოებას შორის სერიოზული კონფლიქტი არსებობს. მისი თქმით, ამის ფესვები კი საბჭოთა წარსულშია.
„საბჭოთა კავშირში, როდესაც ადამიანი ამ უზარზმარი სისტემის უბრალო ჭანჭიკი იყო, ის ვერ ახერხებდა თავისი უფლების დაცვას. მას არ ქონდა არც პირადი, არც სამოქალაქო, ეკონომიკური თუ სხვა უფლებები. ეს უფლებები ახლაც შეზღუდულია და დღეს რუსებს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვთ, რადგანაც დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელია“
აცხადებს ლვოვი.

გუშინ ამ საკითხზე საპარლამენტო მოსმენა გაიმართა. მოსკოვის საგზაო პოლიციის უფროსი, გენერალი სერგეი კაზანცევი ამბობს, რომ „ცოცხალი ფარის“ სკანდალის შესახებ გვიან გაიგო.
„მე ხუთ, ექვს, შვიდ და რვა მარტს ვმუშაობდი, თუმცა შესახებ მხოლოდ ორშაბათს გავიგე. მე მთავრობის სხდომას ვესწრებოდი ცხრა მარტს და როდესაც სამსახურში დავბრუნდი, ვნახე რომ მთელი ინტერნეტი ამ ამბავით იყო აჭრელებული.“
ყვება კაზანცევი.

მან სხდომაზე განაცხადა, რომ მზადაა დაზარალებულ მძღოლებს კომპენსაცია გადაუხადოს.
ასეთი შემთხვევების გმირები კი, არა მხოლოდ პოლიციელები, არამედ მდიდარი რუსებიც არიან. ნოემბერში, ერთ-ერთი მდიდარი რუსის შვილი შვეიცარიაში ნაქირავები „ლამბორჯინით“ მოქალაქეს დაეჯახა და სერიოზული ტრამვები მიაყენა. გასულ თვეს კომპანია „ლუკოილის“ ვიცე-პრეზიდენტის მძღოლმა ორი ქალი მოკლა. თავად ვიცე-პრეზიდენტი ავტომობილში იჯდა.
ლვოვის თქმით, ამგვარ ფაქტებზე სერიოზული რეაგირება არ მოხდება, რადგანაც რუსეთის პოლიციას დ ელიტას თავად ხელისუფლება იცავს. ასეთი ვითარებით კი საშუალო ფენა საგრძნობლად ზარალდება. ისინი თავს დაუცველად გრძნობენ.



XS
SM
MD
LG