ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთ-ინდოეთის სამომავლო ურთიერთობა


რუსეთის პრემიერ მინისტრი დღეს ინდოეთის დედაქალაქში ხვდებოდა მასპინძელი ქვეყნის ოფიციალურ პირებს. შეხვედრებზე განიხილება რუსეთსა და ინდოეთს შორის ათობით ხელშეკრულების ხელმოწერის საკიხი იარაღისა და სამოქალაქო ტექნოლოგიების დარგში.

ბატონი პუტინი იმედოვნებს, რომ გაფორმდება ხელშეკრულება ინდოეთისთვის 10 -ი მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღისა და ტექნოლოგიების მიყიდვის შესახებ.

თავის დროზე ინდოეთი აპირებდა საბჭოთა პერიოდის ავაიმზიდის ტიდვას რუსეთისგან, რომლის მოდერნიზებას რუსეთი ინდოეთის საზღვაო ფლოტისთვის ახდენს. 2004 წელს ოფიციალურმა დელიმ თანხმობა გამოთქვა ავიამზიდი ადმირალ გორშკოვი მილიარდ დოლარზე ცოტა ნაკლებად ეყიდა. ახლა აღნიშნული ავიამზიდის ღირებულება 2 რ მილიარდ დოლარზე მეტია.

ინდოეთში, პუტინის ხელმძღვანელობით ჩასული დელეგაცია ასევე გააფორმებს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ინდოეთი მიგ 29 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს იყიდის და ასევე, რუსეთი ინდოეთს რამდენიმე ატომური ობიექტის აშენებაში დაეხმარება.



XS
SM
MD
LG