ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშს აქვეყნებს


სახელმწიფო დეპარმანეტმა ყოველწლიური ანგარიშ გამოაქვეყნა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. ანგარიშში განსაკუთრებული შეშფოთებაა გამოქმული ირანში, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაში არსებული მდგომარეობის გამო.

სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში დიდი ყურადღება ემობა ინტერნეტსა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვაზე, ასევე უმცირესობების დევნაზე.

ანგარიში 194 ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აფასებს. მსგავსი ყოველწლიური კვლევა სახ. დეპის მიერ ამეირკის კონგრესმა 1976 წელს დაადგინა და მისი პირველად მომხმარებელი ამერიკელი კანონმდებლები.

ანგარიში წარდგენისას, აშშ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური პუბლიკაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ყოვლისმომცველი დოკუმენტია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

„ეს ანგარიში უმთავრესი ინსტრუმენტია ყველა იმათთვის, ვინც ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტებს აკვირდება და შემდეგ ამ დარღვევებზე ავრცელებს ინფორმაციას. ასევე მთავრობებისთვის, აშშ-ის ჩათვლით, როცა იქმნება სტრატეგია ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.“

კლინტონმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის პრინციპები პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის საგარეო და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროების წამყვანი პრიორიტეტებია.

ანგარიში კი რომელიც მსოფლიოს ქვეყნებშ არსებულ მდგომარეობას 2009 წლის ჩათვლით მიმოიხილავს, კიდევ ერთხელ აკრიტიკებს იმ ქვეყნებს, რომლებიც უკვე დიდი ხანია ამერიკის გაღიზიანებას იწვევს.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და შრომის საკითხებში მაიქლ პოზნერი ამბობს, რომ ირანშ არსებული მდგომარეობა ამ დარგში კიდევ უფრო გაუარესდა, განსაკუთრებით კი შარშანდელი არჩევნების შემდეგ.

ჩინეში შეშფოთებას იწვევს დემოკრატიის აქტივისტების დევნა და დაკავება. იქ ასევე იზრდება ზეწლა სამოქალაქო საზოგადოების იმ ჯგუფებზე, რომლებიც მთავრობის პოლიტიკას ეჭვ ქვეშ აყენებენ.

ჩრდილოეთ კორეა კვლავ ყველაზე ჩაკეტილი სახელმწიფოა. მდგომარეობა იქ საკმაოდ ცუდია და ბატონი პოზნერის განცხადებით, ამერიკა აგრძელებს ჩრდილო კორეელებზე ფიქრს.

ანგარიშში ასევე ლაპარაკია მედიის მდგომარეობაზე რუსეთში.

საქართველოსთან მიმართებაში ლაპარაკია სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტებით გამოყენების ფაქტებზე, ადამიანთა გატაცებისა და თვდასხმის შემთხვევებზე, პატიმართა უფლებების დარღვევაზე, არაპროპორციული ძალით დემონსტრანტების დაშლაზე, სასამართლო სისტემაშ არსებულ პრობლემებზე და ასე შემდეგ.

ანგარიშში ასევე გამოვლენილია ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე.


საქართველოზე დეტალურ ანგარიშს მოგვიანებით წარმოგიდგენთ.

XS
SM
MD
LG