ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონისა და გეითსის საქველმოქმედო საქმიანობა


ამერიკის ყოფილი პრეზიდნეტი ბილ კლინტონი და მილიარდელი ბილ გეითსი ადამიანთა ყოფის გაუმჯებესებას ცდილობენ. ორგანიზაცია, რომელიც მათ სახელს ატარებს საჭიროების მიხედვით ხალხს სამედიცინო დახმარებით და წამლებით უზრუნველყოფს. ისინი ამერიკის მთავრობასთან ერთად მუშაობენ და კონგრესს არწმუნებენ მეტის გაკეთების აუცილებლობაში. კლინტონის განცხადებით, ეს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

კლინტონი:

რთული არ არის, როდესაც ხალხი ხედავს, რომ შენ ზრუნავ იმაზე, იცოცხლებს თუ არა მისი შვილი, და რა თქმა უდნა მათ მეტად მოეწონები”

ბატონმა კლინტონმა დასძინა, რომ რთულია ითხოვო ფული, ეკონომიკისთვის არასახარბიელო ვითარებაში. მაგრამ მათთვის, ვისაც ბიუჯეტის გაზრდა ადარდებთ, მას პასუხი მზად აქვს: ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა უფრო იაფი ღირს, ვიდრე მისი ომში დაკარგვა.

“ჩვენ უნდა ავაშენოთ მსოფლიო ბევრ პარტნიორთან და ნაკლებ მტერთან ერთად.”

ბილ კლინტონმა, ჰაიტის მაგალითი მოიყვანა, სადაც ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ურთიერთ გადაჯაჭვულია.

“თუ ჩვენ ჯანმრთელ ჰაიტის ავაშენებთ, სადაც ეკონომიკა კარგად მუშაობს, ნაკლები ალბათობა იარსებებს იმისა, რომ ეს ნარკოტიკის გადატანის ადგილი იქნება.”

ბილ გეითსთან ერთად, კლინტონის ორგანიზაცია მსოფლოს უღარიბეს ქვეყნებს მილიარდობით დოლარის ოდენობის მედიკამენტებით უზრუნველყოფს. კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა გეითსმა, სენატორებთან საუბრისას განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯებესება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რათა ქვეყნები მეტად მიმზიდველები და სტაბილურები გახდნენ.

“ქვეყნებს, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ჯანმრთელობის საშინელი პრობლემები აქვთ. მათი პრობლემების მოგვარება ჩვენი ვალია, რათა მათ თავიანთი თავის რჩენა შეძლონ.”

მისი განცხადებით, ეს მცდელობები ამერიკას საუკეთესო კუთხით წარმოაჩენს.

ვფიქრობ ამ საქმეს დიდი მნიშვნელობა აქვს ამერიკის საგარეო იმიჯის შექმნისთვის- ეს აჩენს ინტერესს ჩვენი მეცნიერების, ნოვატორობის მიმართ და მას სარგებელი ექნება უღარიბეს ქვეყებზე.”

კონგრესი ახლა მუშაობს კანონმდებლობაზე, რათა გაფართოვდეს ამერიკის მთავრობის როლი ჯანდაცვის გლობალურ პროგრამაში. ჯანდაცვის საკამათო კანონპროექტისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში პარტიებმა ითანამშრომლეს. დემოკრატი რას ფეინგოლდი სენატის კანონპროექტზე მუშაობდა მალარიასა და შიდსთან ბრძოლისათვის ფულის გამოსაყოფად.

“დღეს, ხანაში როდესაც ხალხი სასოწარკვეთილია ორ პარტიას შორის თანამშრომლობა შედგა. -მინდა ამერიკელმა ხალხმა იცოდეს, რომ ამ საკითხებში პარტიები ერთსულოვნები არიან ჯანდაცვის სფეროში.

პრეზიდნეტ ობამას ადმინისტრაციის ჯანდაცვის გლობალური პროგრამები, მისი წინამორბედის, ჯორჯ ბუშის მიერ არის წამოწყებული. დემოკრატებისა და რესპუბლიკელების უმრავლესობა, ჩართულია ჯანდაცვის გლობალურ პროგრამებში ამერიკის როლის გასაზრდელად.


ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG