ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში


ისრაელის მთავრობის მიერ მოწონებული გეგმა 1967 წლის ომის დროს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ურტლაორთოდოქსი იუდეველებისთვის უკანონო დასახლება „რამატ შლომოში“ დამატებით 1600 ბინის აგებას ითვალისწინებს. არაბებს კი ამ ტერიტორიის ნაწილი პალესტინური სახელმწიფოს მომავალი დედაქალაქის საზღვრებში შეყავთ. რამალაში პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტთან მაჰმუდ აბასთან ერთად მდგომმა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელისს ეს გადაწყვეტილება მშვიდობის დამყარებისთვის აუცილებელ ატმოსფეროს წამლავს:

„ისრაელის მთავრობის მიერ იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში ახალი ბინების აგების გადაწყვეტილების მიღება ნდობას აქარწყლებს. იმ ნდობას, რომელიც შედეგიანი მოლაპარაკებების დაწყებისთვისაა აუცილებელი“.

ბატონმა აბასმა კი ისრაელს ამ უკანონო მშენებლობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„ორი დღის წინ ისრაელის მთავრობის მიერ მიღებული განდაწყვეტილება და პალესტინელთა მიწაზე ათასობით ბინის აშენება, დიდ დარტყმას აყენებს გასულ თვეს არაპირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას“.

ისრაელის მთავრობამ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ბინების აშენების განცხადება ქვეყანაში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის სტუმრობას დაამთხვიეს და ამის გამო ჯო ბაიდენი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს. თუმცა მთავრობა მსენებლობის შეჩერებას არ აპირებს. უკანონო დასახლების გაფართოების გადაწყვეტილებამ ბაიდენის ვიზიტის დასაწყისში არსებულ თბილ ატმოსფეროს ჩრდილი მიაყენა. რაც აშკარა გახდა ბაიდენის ისრაელის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან შეხვედრისას. ვიცე-პრეზიდენტმა ამერიკის წარგზავნილის ჯორჯ მიტჩელის შუამდგომლობით არაპირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის გეგმა მოიწონა. ამ გადაწყვეტილებას უკვე წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში შეწყვეტილი მოლაპარაკებების განახლება უნდა გამოეწვია. ებრაული უკანონო დასახლებების მშენებლობა სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ საკითხად რჩება. ისრაელი იერუსალიმის მთელს ტერიტორიას საკუთარ დედაქალაქად აცხადებს და მის აღმოსავლეთ ნაწილში უკანონო მშენებლობებს აგრძელებს. პალესტინელებისთვის კი აღმოსავლეთ იერუსალიმი და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირი მომავალი სახელმწიფოს მთავარ შემადგენელ ნაწილებად მოიაზრებს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG